cien anos de soledad.

 

ძალიან ბედნიერ ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს თუნდაც იმიტომ რომ ეს წიგნი წავიკითხე!სიტყვებით გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა რაც კითხვის პროცესში მეუფლებოდა,ერთდროულად გაოცება,გაბრაზება..ალბათ წიგნში აღბეჭდილი სიტუაცია და მოვლენები სრულიად უცხო იყო ჩემთვის,თავიდან მართლაც უაზროდ მეჩვენებოდა ერთი ჩვეულებრივი მაკონდოელი ოჯახის არაჩვეულებრივი ამბები,დრო უსასრულოდ მიიზლაზნებოდა,მაგრამ მალევე დავრწმუნდი რომ შევცდი,თანაც ძალიან შევცდი!

მარკესი მართლაც გენიალური მწერალია,მას არაჩვეულებრივად შეუძლია ადამიანის გრძნობების ზედმიწევნით გადმოცემა…ამ წიგნმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მასწავლა…ეს ნაწარმოები საოცარ სიბრძნეს ინახავს,რაც უფრო მეტად ვუფიქრდები უფრო ღრმად ვწვდები მის აზრს..

უკვე ბოლოში ვიყავი გასული და ალბათ დამთავრდებამდე 4 გვერდი თუ იქნებოდა დარჩენილი რომ ისეთი რამ მოხდა რომ გაოგნებისგან შევყვირე…მოხდა ის რასაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი,მოხდა ის რამაც ჩემზე წარუშლელი შთბაეჩდილება მოახდინა და ის რამაც მიმახვედრა თუ რატომ მიიღო ავტორმა ნობელის პრემია.
‘მარტოობის ასი წელი’- რომანი რომელიც ნამდვილად იმსახურებს ‘შედევრის’ ტიტული ატაროს:)

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

Simply Audrey…

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი თუ როგორ დამეწყო წერა,შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობდი რადგან რთულია ისაუბრო ადამიანზე რომელიც შენთვის არამხოლოდ სილამაზის არამედ ელეგანტურობის,დახვეწილობის სინაზის და სიკეთის ეტალონია

 

ალბათ მისი ბიოგრაფიია ისედაც ასე თუ ისე ყველამ იცით,და ქრონოლოგიას არ მივუყვები თუმცა მინდა გითხრათ და თქვენც გაგიზიაროთ ჩემ შეხედულებები ამ გენიალურ ქალთან დაკავშირებით…
ეს იყო ქალი რომელმაც სრულიად თავისით ყოველგვარი დახმარების გარეშე მიაღწია უდიდეს წარმატებას,შეუმჩნეველი არსად რჩებოდა გარეგნობის გამო თუმცა დაამტკიცა რომ გარდა იმისა რომ ულამაზესი იყო,საოცარი ტალანტი ჰქონდა გადმოეცა პერსონაჟის ემოცია.

 

მის ფოტოებს რომ ვუყურებ მიკვირს თუ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უნაკლო იყოს…ის ბრწყინავდა როგორც შინაგანად ისევე გარეგნულად,მისი დიდი,ნუშისებრი თვალები კი მხოლოდ სითბოს და სიყვარულსა აფრქვევდა …გენია იყო ოდრი ჰეპბერნი და ჩემთვის მუდამ ასეთად დარჩება რაც არ უნდა დიდმა დრომ განვლოს,რამდენიც არ უნდა მიმტკიცონ რომ მასზე ბევრად ლამაზებიც არსებობენ ის ჩემთვის მთელ მსოფლიოში #1 ქალი იქნება,რადგან მას ქონდა ის რაზეც სხვა ვერც იოცნებებდა,ის იმდენად კარგი იყო შინაგანად რომ თუნდაც მარტო ამითომ თავისუფლად შეგვიძლია ამქვეყნიური ანგელოზი ვუწოდოთ..

 

ოდრის ქონდა ყველა ის ფასეულობა რაც კი შეიძლება ადამიანს ამქვეყნად გააჩნდეს,ის ქველმოქმედი,თბილი,მოსიყვარულე პიროვნება იყო,უდიდესი ნიჭითა და კაშკაშა გარეგნობით,რომლის შემხედვარზეც ალბათ რთული იქნებოდა არ გაგეღიმა…
ქალი რომელმაც შექმნა ისტორია…ქალი რომელმაც შექმნა საკუთარი “ოდრისეული” სტილი და გენიალური გამონათქვამები რომლებიც დღესაც მრავალ რამეს მასწავლიან…ნეტავ სულ მცირედით მაინც შემეძლოს მას დავმსგავსებოდი..თუმცა ეს შეუძლებელია,რადგან ამქვეყნად მხოლოს ერთი ოდრი ჰეპბერნი იყო და მისნაირი მეორე აღარ იქნება:)

photos:)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Posted in Uncategorized | 2 Comments

ქრისტე აღსდგა! ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,მისი მადლი შეგწეოდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს! :) :):)
P.შ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი პასიურობის გამო,გპირდებით აუცილებლად გამოვასწორებ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ძვისფასო დღიურო!

რატომ ვიწყებ წერას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება,იქნებ იმიტომ რომ ჩემი გრძნონები და ემოციები გადმოგცე? ან იქნებ იმიტომ რომ სხვა არავინაა რომ გული გადავუშალო,ვუთხრა თუ რა მაწუხებს და რატომ მეტირება ასე ხშირად..

იქნებ წავშალო? იქნებ არ ღირს ემოციებისგან დავიცალო და ფურცლები გავცვითო ერთიდაიგივე ბანალური ფრაზებით თუ რა უიღბლო ვარ.

 

ძალიან კარგად ვიცი რომ ეს პერიოდი მალე გაივლის, დალაგდება და წყენაც თავისით გაქრება,მაგრამ მაინც ვღელავ მაინც ქაოსია ჩემ სულში, და მაინც ვცდილობ თავი დავაღწიო და რაც უფრო მეტად ვცდილობ მით უფრო მჭიდროდ ვიხლართები საკუთარ ქსელებში…ხომ შეიძლება ამ ქვეყანაზე მხოლოდ სიკეთე არსებობდეს,გაბოროტებული დაბოღმილი ხალხი რომლებიც მხოლოდ შენიშვნის მოცემასა და დაკნინებაზე არიან კონცენტრირებულნი ერთხელ და სამუდამოდ აორთქლდნენ ამ სამყაროდან…ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხდეს ისე როგორც შენ გინდა,ისე როგორც მე მინდა..

 

რატომ შეგვიძლია ასე მარტივად მივაყენოთ ზიანი ერთმანეთს,დაუნდობლად გავთელოთ უღირსი,სასტიკი სიტყვებით.როდესაც ყოველდღე სიყვარულს უნდა ვუმტკიცებდეთ საყვარელ ადამიანებს..ეს ცხოვრება ხომ თვალის დახამხამებაში გაქრება და რა დაგვრჩება ხელში?? ნუთუ მხოლოდ ცუდი..სევდა..ცრემლი..ნაღველი..

 

ჩვენ ადამიანები აბობოქრებულ ბრბოს წარმოვადგენთ,ჩვენი მოვალეობა ხომ ერთმანეთის დაცინვა,გაკიცხვა,შეურაწყოფის მიყენებაა..შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ სხვების შეცდომებზე და ერთი წამითაც არ გავივლოთ რომ შესაძლოა ჩვენც დამნაშავენი ვართ..

და ამას ვწერ მე,ადამიანი რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან და ისიც ამ ბრბოს ნაწილია..მაგრამ  ყველაზე მეტად ის მტკივა და იმას განვიცდი რომ არ მინდა ასე იყოს..ვებრძვი საკუთარ თავს მოვიშორო ეს ჩემთვის შემაწუხებელი თვისებები..გამომდის თუ არა?არ ვიცი..ვცდილობ,ძალიან ვცდილობ..!!

 

იმდენჯერ უტკენიათ გული რომ ხანდახან ვფიქრობ ჩემშია ის უდიდესი პრობლემა,რომლის შეცნობასაც ვერ ვახერხებ..ან იქნებ არაშესაფერის დროს არაშესაფერისს ადგილას მოვხვდი? ან იქნებ..

მაგრამ მხოლოდ ერთი ვიცი დანამდვილებით..

მე დავიკარგე საკუთარ თავში

სიყვარულით,ანნა!

Posted in Uncategorized | 6 Comments

what is love?

ეს ბლოგი რომ ძალიან პასიური გახდა ამაში მეც გეთანხმებით..თუმცა მერწმუნეთ ნამდვილად მქონდა საპატიო მიზეზები,ბევრჯერ მიცდია ამ ფაქტის გამოსწორება,მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ სანამ ჩემ ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები და მუდმივი აურზაური არ დალაგდება,ვერ შევძლებ ინტენსიურ წერას. ეს ერთგვარი შესავალი,ახლა კი მინდა განვიხილო ის თემა რასაც როგორც იტყვიან  ბრძენი ვერ ხსნის,მაგრამ უკანასკნელი ბრიყვიც კი განიცდის. ბრძენი ნამდვილად არ ვარ მაგრამ მეც მაქვს გარკვეული შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით.

 

სიყვარული დიდი ნიჭია,რთულია ერთდროულად იყო მისი მეგობარი,პარტნიორი,სასარგებლო მრჩეველი,მონათესავე სული,მაგრამ თუ გიყვარს ეს ყველაფერიც თავისთავად მოვა.მისი დანახვისას თითქოს შენში რაღაც იღვიძებს,რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი და გგონია რომ მის გარეშე მოკვდები,რაღაც საოცრად განსხვავებულ ჰაერს ისუნთქავ და გგონია სადაცაა გაფრინდები..

 

გიყვარს მთელი არსებით.მთელი გულით და სულით,მისთვის მზად ხარ სიცოცხლე დაუფიქრებლად დათმო და არასოდეს არასოდეს არასოდეს არ ინანო ეს საქციელი.მისი თითოეული სიტყვა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,ის რაც შესაძლოა სხვისგან აიტანო,მისგან ვერ უძლებ,გული გტკივა და მასთან განშორებამ შესაძლოა სიკვდილის პირამდეც მიგიყვანოს..

ამ ყველაფერს გრძნობ, განიცდი  იმდენად გაქვს შესისხლხორცებული რომ რაც არ უნდა ძალიან გინდოდეს რთულია მისი გულიდან ამოგლეჯა და შორს გადასროლა.

ამ დროს ყველაფერი თავდაყირა დგას..ამ ქვეყანაზე მხოლოდ სიკეთეს,სითბოს და დიდ სიყვარულს ხედავ და აღიქვამ..ბრმავდები და მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთადერთზე ფიქრობ.. შენი ოცნებები,იმედები…ყველაფერი მასზე გადის..გიყვარს და სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია..ამ თავდავიწყების მორევში ბოლომდე ეშვები და გიჭირს ამოღწევა თუმცა არც გინდა…ნეტავ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდებოდეს,ნეტავ შემეძლოს მხოლოდ შენ გხედავდე ..მხოლოდ და მხოლოდ შენ..ნეტავ არასდროს არ მტკენდე გულს…ნეტავ..ნეტავ..ნეტავ…

 

და მაინც რა არის სიყვარული? არავინ იცის,ვერავინ აღწერს გარდა ღმერთისა..რადგან სწორედ ისაა უდიდესი სიყვარული.. და ეს უნარი გიყვარდეს მთელი სხეულით შენ გულში იქნება დალექილი მანამ სანამ..ის ერთადერთი არ გამოჩნდება…♥♥♥

 

 

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

christmas post:)

არც კი ვიცი რით დავიწყო წერა..ბანალური იქნება თუ უბრალოდ მოგიბოდიშებთ ჩემი პასიურობის გამო,ვერ გეტყვით რომ რაიმე სერიოზული და კონკრტეული მიზეზი მქონდა,თუმცა გარემოებებმა ჩემი წერის განვითარებას ნამდვილად შეუშალეს ხელი.ყოველდღე შემოვდიოდი და ვამოწმებდი თუ რამდენმა ადამიანმა მოინახულა ჩემი ბლოგი,ნანახით გაოცებული ვრჩებოდი,ზოგი შეიძლება შემთხვევით მოხვდა,ზოგიც ახალი იყო,მიუხედავად ამისა მთელი გულით მჯერა რომ ერთერთი მათგანი მაინც იყო ჩემი ერთგული მკითხველი,რომელიც მუდამ ახალი პოსტების მოლოდინში იყო,გული მწყდებოდა რომ იმედებს ვუცრუებდი,მაგრამ იმისთვის რომ რაღაც ღირებული დაწერო,იდეაა საჭირო,იმ დროს კი ჩემ ტვინში სრული გამყინვარება იყო.

რას ნახავთ ამ პოსტში?პირველ რიგში წლის მიმოხილვას,სურვილებსა და იმედებს ახალი 2012 წლისთვის:)))))))

როგორი იყო ეს წელი… ასაღწერად ერთი სიტყვაც საკმარისია..უიღბლო.! სამწუხაროდ ასეა,წარმატების მიღწევის წარუმატებელი ცდები,დიდი იმეცგაცრუება და გულის ტკენა (ყოფილი) ახლობელი  ადამიანების მიერ,სტრესი და დაძაბულობა…

ეს წელი ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო,რომელიც ასე თუ ისე ჩავაბარე!მომავალ წელს კი აღარ ვაპირებ იგივე შეცდომების დაშვებას,მომავალი წლიდან ვისწავლი რომ უნდა იყო საკმარისად ზრდასრული იმისთვის რომ ამქვეყნიურ პრობლემებს გაუმკლავდე.მომავალი წლიდან არ ჩავიქნევ ხელს იმაზე რაც ერთხელ არ გამომივიდა,მომავალი წლიდან ვეცდები ვიყო უფრო დამთმობი,თვითკრიტიკული,სამართლიანი,მომავალი წლიდან ვეცდები დავაფასო საკუთარი თავი და შევიყვარო ისეთი როგორიც არის.

სულ რაღაც ორი დღის წინ ახალ წელს ძალიან უღიმღამოდ ველოდი,ახლა კი პირიქით,ერთი სული მაქვს როდის შემოაღებს ჩემ კარებს და გამახარებს.მინდა ამ წელმა მაჩუქოს არამხოლოდ მატერიალური არამედ სულიერი ფასეულობებიც და დამანახოს ნამდვილი ცხოვრების აზრი.დამეხმაროს მიზნის მიღწევაში და დიდი განათლების მიღებაში.

მიუხედავად იმისა რომ 2011 წელს ბევრი ცუდი რამ შემემთხვა,ამ წელს მაინც იყო რაღაც სასიამოვნო და ტკბილად მოსაგონებელი. ასევე წავიკითხე რამოდენიმე წიგნი რომელმაც ნამდვილად მომხიბლა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე(ცვაიგის ნოველები,გამსახურდიას ’დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა’ ; ედგარ პოს მოთხრობები)

ბავშვობაში,როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა ყველაფერი უფრო ჯადოსნური და ლამაზი მეჩვენებოდა,ახლა კი უბრალოდ ველი ახალ წელს იმ იმედით რომ რაღაც შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში.თუ გინდა რომ რაღაც არსებობდეს,ამის თავადვე უნდა გჯეროდეს,ამიტომ მე მჯერა სანტა კლაუსის,თეთრწვერა მოხუცის რომელიც წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანის სურვილს ასრულებს და სასწაულებს ახდენს,მისი ’ელფები’ კი წერილების მიღებას უზრუნველყოფენ,ვიმედოვნებ ჩემი წერილიც მიაღწევს ლაპლანდიამდე:

ძვირფასო სანტა!

უპირველეს ყოვლისა,მინდა მოგილოცო დამდეგი შობა-ახალი წელი! გისურვებ ბედნიერებას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,რათა მუდმივად გაახალისო პატარების ცხოვრება .ჩემი წლევანდელი წერილი ცოტა განსხვავებული იქნება,ალბათ იმიტომ რო გავიზარდე..და ცოტა ჭკუა მომემატა.არ მოგთხოვ ლეპტოპებსა და ბოლო მოდელის მობილურებს,არც მოდურ ტანსაცმელს და სამკაულებს,გთხოვ მხოლოდ ერთ რამეს,ეს წელი ჩემთვის იყოს სიკეთის მომტანი,იღბლიანი,ბედნიერი,გთხოვ ჩემი ოჯახის წევრების,ახლობლების,ნათესავებისა და მეგობრების ჯანმრთელობას!მათ გარეშე ადამიანის სიცოცხლეს აზრიც არ აქვს,ამიტომ მათი კეთილდღეობა მეც ბედნიერს გამხდის.დამეხმარე გზა გავიკვლიო ამდენ უსიამოვნებასა და ტკივილში,დამეხმარე მამაცურად დავუხვდე პრობლემებს და მოვაგვარო ისინი..მაჩუქე სიკეთის კეთების და დიდი სიყვარულის უნარი…და თუ ამ ყველაფერს შემისრულებ გპირდები რომ არასოდეს,არასოდეს,არასოდეს არ გიმტყუნებ!:)))))

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალს წელს,ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ეს ახალი 2012 წელი:))

Posted in Uncategorized | 4 Comments

:)

ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას,ყველაფერი საუკუთესო მოულოდნელად ხდება.

ეს სიტყვები კოლუმბიელ მწერალ გაბრიელ გარსია მარკესს ეკუთვნის,მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ,მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და მართლა ბევრი რამ დამანახა.

 

მთელი ჩვენი ცხოვრება რაღაცის მოლოდინშიუ ვართ,არ აქვს მნიშვნელობა რის,უბრალოდ გვჯერა რომ ერთ დღესაც რაღაც მოხდება,რაც მთელ ჩვენ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის და გააუმჯობესებს.მიზნის მისაღწევად კი ყველაფერს ვაკეთებთ.არასდროს ვფიქრობთ შედეგზე,მთავარია მივიღოთ ის რაც გვსურს,სხვა ყველაფერი კი უკვე უმნიშვნელო ხდება.

არასდროს გამოგიცდიათ იმედგაცრუება?მე პირადად ძალიან ხშირად.საშინელია იმის შეგრძენება,რომ მთელი შენი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა.შემდეგ იცით რა ხდება?ყველაფერს ეშვები,ყველაფერი სულერთი ხდება,რადგან მიზანი კვლავ მიზნად დარჩა.აი ასეთ მომენტებში ხდება ის,რისი მოხდენაც ამდენი ხნის განმავლობაში გინდოდა,მაშინ როცა საერთოდ არ ელოდი,მაშინ როცა იმედი დაკარგული გქონდა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ლამობდი.

 

ეს საზოგადო ჭეშმარიტი ცნებაა,რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებთ და მაინც ვცდილობთ იმის გაკეთებას რაც შეიძლება სულაც არ არის მოსახდენი.ბედისწერის ასეთუისე მჯერა,რაც გიწერია ის ყოველთვის ახდება და პირიქით,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ  ხელები ჩამოვუშვათ და უბრალოდ დინებას მივყვეთ…

ალბათ უნდა შევეშვათ იმის კეთებას რაც უბრალოდ არ გამოგვდის და დაველოდოთ,ხომ გაგიგიათ

good things come to those who wait.!!!!

ბედნიერება მაშინაა ყველაზე ტკბილი როცა არ ელოდები,ამის შეგრძნება კი ყველაზე სასიამოვნოა

გამოცდილი მაქვს,ნამდვილად მოქმედებს,ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ეს სიხარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება.

ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი მარკესს,რომ კიდევ ერთხელ დამანახა,რომ ბედნიერება თავისით მოდის,ისე რომ არც გეკითხება:))))))

Posted in Uncategorized | Leave a comment