დადგა ზაფხული,ჩემი საყვარელი წელიწადის დრო, ერთი სული მაქ როდის გავალ ქალაქიდან!!! ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი პოსტია და ამიტომ შევეცდები რაც კი სათქმელი მაქვს ყველაფერს ამ პოსტში მოვუყარო თავი)))მთელი წელი იმისთვის ’ვწვალობდი’ სკოლაშიც და საერთოდ ყველგან,რომ ჩემი წარუმატებლობით ზაფხული არ ჩამეშხამებინა და მგონი გამომივიდა კიდეც.მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო,ბევრი ახალი რამ გავიგე,ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დავფიქრდი,წარმატებით დავხურე სასწავლო წელიც და სანამ გავემგზავრები მაქსიმალურად ვერთობი ჩემ მეგობრებთან ერთად.მომავალში ბევრ საინტერესო რამეს ვგეგმავ ბლოგთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს რომ განვახორციელებ.
ჩემი წლევანდელი ზაფხული,ვთვლი რომ ძალიან სასიამოვნო და შარშანდელთან შედარებით უფრო მხიარული იქნება!
ივნისი-მთელი ივნისი ერთი დღეც არ გავჩერებულვარ სახლში,სულ დავდიოდი მეგობრებთან ერთად,სხვადასხვა საინტერესო ადგილებში,კაფეებში,სახლებში და მინდა ვთქვა რომ საუკეთესოდ გავატარე დრო,ასევე შესაძლებლობა მომეცა ჩემი ჰობისთვის(კინემატოგრაფია) გასაქანი მიმეცა და დღეში ორჯერ ვუყურებდი სხვადასხვა ფილმებს,ვაფასებდი,შემდეგ ვეძებდი თითოეული მსახიობის ბიოგრაფიას და მათ საუკეთესო ფილმებსაც ვუყურებდი.დავრეგისტრირდი დღესდღეობით კინო ინდურსტრიაში არსებულ ყველაზე დიდი საიტზე,imdb.com სადაც ძალიან ბევრი ახალი ფილმის(და არამარტო ფილმის) შესახებ შევიტყვე))
ივლისი- ივლისის დასაწყისიც ანალოგიურად გავატარე,რაც შეეხება დანარჩენ 21 დღეს მოგახსენებთ)))
ჩემი წლევანდელი ზაფხული 3 ნაწილად იყოფა! 1-კოჯორი,2-გურია,3-ბათუმი
სამივე დრო აბსოლოტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.! კოჯორში მუდმივად ნათესავების და ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ,მთელ დღეებს ვერანდაზე ვატარებ ჩემ ორ უსაყვარლეს დეიდაშვილის შვილთან ერთად(უფროსი სანდრო-2 წლისაა,უმცროსი ლუკა კი-3 თვის) ბედნიერებაა მათთან ერთად ყოფნა,ასევე ჰამაკში არხეინად ვკითხულობ წიგნებს და ეს დრო მთლიანად განტვირთვას ეთმობა.
გურია-ეს შედარებით შემეცნებითი პერიოდია,ძირითადად სულ ვკითხლობ თან რაც შეიძლება მეტს,რადგან სხვაგან ამის საშუალება იმდენად არ მეძლევა.სიგრილეში საყვარელ მუსიკას ვუსმენ,სამყაროს ცოტათი მოწყვეტილი ვარ რაც ნამდვილად მასვენებს და სიამოვნებას მანიჭებს,საღამოობით კი მეგობრებთან ერთად მდინარეზე მივდივარ ხოლმე..!! ვინაიდან და რადგანაც ეს სოფელია და არა ქალაქი,ღამე 11 საათზე ვწვები ბებოსთან ერთად,დილით კი ქათმებს დავსდევ:D
ბათუმი-აი ეს კიდე უკვე 20 აგვისტოს შემდგომი პერიოდია,როცა მუდმივად პლიაჟზე ვირუჯები,ზღვის ხმით ვტკბები,გარშემო მყოფებთან ერთად ვერთობი,ვსეირნობ ვგიჟობ.დროს მართლაც საუკეთესოდ ვატარებ!!!
3ივე დრო თავისებურად მიყვარს,მიუხედავად იმისა რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან…
ახლა კი მინდა დაგემშვიდობოთ))))))) ყველა ჩემ მკითხველს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო,ბოდიში თუ რაიმე შემეშალა,მომავალში აუცილებლად გამოვასწორებ და კიდევ უფრო კარგ პოსტებს დავწერ))) მოკლედ,სექტემბრამდე!
ყველას ბედნიერი ზაფხული)))))))))) :*******



