ზაფხული მიილია და შემოდგომაც ნელნელა შემოგვეპარა თავისი ღრუბლიანი ამინდებითა და სუსხიანი ქარებით.მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 10 დღეა რაც თბილისში ჩამოვედი და უკვე საშინლად მენატრება ჩემი დიდი და მყუდრო სახლი გურიაში,ჩემი მოსიყვარულე ბებია, ასევე ზღვა,მისი საოცარად დამამშვიდებელი ხმა,ქვიანი სანაპირო და ყოველ საღამოს მზის ჩასვლის ყურება…!!!! რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ზაფხულის ცხელი დღეები აუტანელი და დამღლელია,ეს ის წელიწადის დროა რომელსაც დიდი თუ პატარა ყველა სულმოუთქმელად ელოდება.ჩემთვის 2011 წლის ზაფხული საკმაოდ ბევრის მომცემი იყო.ბევრი საინტერესო წიგნი წავიკითხე(ილია ჭავჭავაძე,შტეფან ცვაიგის ნოველები,ჯეკ ლონდონი),დავფიქრდი ისეთ საკითხებზე რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი,უფრო მეტად დავაფასე ახლობელი ადამიანები,ოჯახი,მეგობრები მათ გარეშე ხომ ცხოვრებას აზრი არ აქვს..
რაც არ უნდა იყოს ახალი სასწავლო წლისთვის შემართებით ვარ განწყობილი.შევეცდები უფრო კარგად ვისწავლო და წინა შეცდომები აღარ გავიმეორო.ადამიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს..
წინასწარ ვიცი რომ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მექნება რადგან ჩემ საგანმანატლებლო კურსებს უკვე ქართული და ესპანურიც შეემატა,ეს ცოტათი მაშინებს კიდეც ამდენი რამე როგორ უნდა მოვასწრო,მაგრამ მე მაგარი გოგო ვიქნები და ყველაფერს შევძლებ!!!!!
ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმის გამო რომ ამდენი ხანი პოსტი არ(ვერ) დავწერე..ყველას გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში,სწავლაში და ა.შ იმედია ყველას კარგი წელი გვექნება!!!!!
მომავალ შეხვედრამდე!
P.S უახლოეს მომავალში დიზაინის შეცვლას ვგეგმავ და იმედი მაქვს მოგეწონებათ : )


