ვეერ გეტყვით რომ მოდის ინდუსტრიას ზედმიწევნით კარგად ვიცნობ,არც fashion TV-ს ვუყურებ და არც მოდურ ჟურნალებს ვკითხულობ ყოველკვირეულად,მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ნამდვილად შემიძლია ორი სიტყვა ვთქვა მოდაზე..
საერთოდ ვთვლი რომ მოდა ის არის რაც გიხდება.ყოველთვის ვცილობ ვიცნობდე თანამედროვე ტენდენციებს და მათი მიმდევარი ვიყო,თუ რა თქმა უნდა ჩემ გემოვნებაში ჩაჯდება.არასდროს ჩავიცვამ სამოსს მხოლოდ იმიტომ რომ მოდაშია,მეტიც,ეს სიტყვა ჩემი შეფასების არც ერთ კრიტერიუმში არ შედის!ძალიან მომწონს ძველებური სამოსიც,მაგალითად მაღალ წელიანი შარვლები,მაგრამ სამწუხაროდ ვერსად ვერ ვნახე რომ მეყიდა.:((
ჩემი აზრით fashion isn’t a luxury!თუ ადამიანი გემოვნებიანია,უბრალო და იაფფასიანი ტანსაცმლითაც მოახერხებს ლამაზად ჩაცმას.არ არის აუცილებელი ბრენდების სამოდით იმოსებოდე,იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდე.მე პირადად არ ვთვლი რომ განსაკუთრებულად ვიცვამ,საკუთარი გემოვნება მაქვს და შესაბამისად იმის და მიხედვით ვარჩევ თუ რა ჩავიცვა.ჩემი გარდერობი გატენილი ნამდვილად არ არის,მთავარია კომფორტულად გრძნობდე თავს იმაში რაც გაცვია.საერთოდ ყოველთვის ვიცი როდის გამოვიყურები კარგად,ეს მართლა ძალიან მეხმარება ნებისმიერ საკითხში,უფრო მეტად ტავდაჯერებული ვხდები და გარკვეული კომპლექსებიც აღაც მაწუხებს.ასევე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს საყიდლებზე სიარული და ტასაცმლის არჩევა.ყოველთვის რთულად ვიღებ გადაწყვეტილებებს ამიტომ დილა-საღამოს ყოველთვის დიდი დილემის წინაშე ვდგავარ თუ რა ჩავიცვა.მაქვს ისეთი მომენტები როცა საათობით ვდგავარ გაღებულ კარადასთან და მაინც თავში არაფერი მომდის,ხანდახან კი პირიქით:)))
თუმცა მოდა ხომ მხოლოდ ტანსაცმელი არაა)))მოდა ხელოვნებაა,ჩემი აზრით დიზაინერები უდიდესი ხელოვანები არიან,ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს იმისთვის რომ ხარისხიანი სამოსი შექმნა და პოპულარული გახადო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარს და ვაფასებ კოკო შანელს..
ზოგისთვის მოდა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი,ზოგისთვის შემოსავლის წყაორო,ზოგიერთს კი მისდამი არანაირი ინტერესი არ აქვს.მე არცერთ მათგანს არ მივეკუთვნები,ნებისმიერ რამეში შემიძლია რაიმე მოდურის დანახვა…ჩემ ყოველდღიური ცხოვრების ალბათ 30% მას უკავია…:))))))
იმედია თავი არ შეგაწყინეთ…უბრალოდ მინდოდა ჩემი აზრი გამომეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით..მე ასეთი შეხედულებები მაქვს,ზოგი დამეთანხმება ზოგი კი არა..არ ვიცი რამდენად კარგი პოსტი გამომივიდა,მაგრამ მაინც მადლობთ თუ ჩემი მკითხველი ხართ=))))

