მე იმ ასაკში ვარ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს …ნებისმიერი თემა..ყველაზე მეტად კი ჩემი თავი..ჰო,მართლაც ჩემი თავის შეცნობის პროცესში ვარ..
საერთოდ ყველა ადამინს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,თანაც თანაბრად.ხოლო რომელ მხარეს წარმოაჩენს ეს მასზეა დამოკიდებული!
ამ ბოლო დროს კი ისეთი პერიოდი მაქვს რომ ყველაფერი მეზარება სიცოცხლე სუნთქვაც კი..მოთენთილი ვარ. რაღაც ხალისი დავკარგე,მაგრამ ალბათ ესეც მალე გაივლის.. წინა პოსტებში ნახავდით რომ თავი დიიიიიდიიიიიი ამოუცნობი ობიექტი მგონია..
მართლა ძალიან მინდა გავიცნო როგორია ანა ქასრაშვილი ნამდვილი,ყოველგვარი ნიღბის და თამაშის გარეშე ის რაც ვარ..ვცილობ ვიყო ბუნებრივი და არავის ვბაძავ, არც ახალი ’ანას’ შექმნა მინდა ჩემი თავი მაკმაყოფილებს..მაგრამ ხანდახან როცა საკუთარ თავთან დიდი ხნით მიწევს მარტო დარჩენა..ძალიან ვუღრმავდები ყველაფერს დეტალებს..ეს კი მაშინებს..ამ ბოლო დროს ერთი ცუდი თვისება აღმოვაჩინე საკუთარ თავში,მართალია არ ვამჟღავნებ და ამით არავის ვნებ მაგრამ ის ჩემ შიგნით ცხოვრობს და მებრძვის..როგორ მინდა ერთ დღეს წავიდეს და აღარ დაბრუნდეს..არ გამკენწლოს ხოლმე გულში და არ შემიკუმშოს..ვცილობ ყველანაირად ვცდილობ განვდევნო… დიდი იმედი მაქვს ამისს!!! ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანი ხომ თავისი უარყოფითი მხარეების შენიღბვასა და გაქრობაზე ფიქრობს..
მისურვეთ წარმატებები და მირჩიეთ რამე გთხოვთ!!!!

