ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას,ყველაფერი საუკუთესო მოულოდნელად ხდება.
ეს სიტყვები კოლუმბიელ მწერალ გაბრიელ გარსია მარკესს ეკუთვნის,მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ,მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და მართლა ბევრი რამ დამანახა.
მთელი ჩვენი ცხოვრება რაღაცის მოლოდინშიუ ვართ,არ აქვს მნიშვნელობა რის,უბრალოდ გვჯერა რომ ერთ დღესაც რაღაც მოხდება,რაც მთელ ჩვენ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის და გააუმჯობესებს.მიზნის მისაღწევად კი ყველაფერს ვაკეთებთ.არასდროს ვფიქრობთ შედეგზე,მთავარია მივიღოთ ის რაც გვსურს,სხვა ყველაფერი კი უკვე უმნიშვნელო ხდება.
არასდროს გამოგიცდიათ იმედგაცრუება?მე პირადად ძალიან ხშირად.საშინელია იმის შეგრძენება,რომ მთელი შენი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა.შემდეგ იცით რა ხდება?ყველაფერს ეშვები,ყველაფერი სულერთი ხდება,რადგან მიზანი კვლავ მიზნად დარჩა.აი ასეთ მომენტებში ხდება ის,რისი მოხდენაც ამდენი ხნის განმავლობაში გინდოდა,მაშინ როცა საერთოდ არ ელოდი,მაშინ როცა იმედი დაკარგული გქონდა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ლამობდი.
ეს საზოგადო ჭეშმარიტი ცნებაა,რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებთ და მაინც ვცდილობთ იმის გაკეთებას რაც შეიძლება სულაც არ არის მოსახდენი.ბედისწერის ასეთუისე მჯერა,რაც გიწერია ის ყოველთვის ახდება და პირიქით,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელები ჩამოვუშვათ და უბრალოდ დინებას მივყვეთ…
ალბათ უნდა შევეშვათ იმის კეთებას რაც უბრალოდ არ გამოგვდის და დაველოდოთ,ხომ გაგიგიათ
good things come to those who wait.!!!!
ბედნიერება მაშინაა ყველაზე ტკბილი როცა არ ელოდები,ამის შეგრძნება კი ყველაზე სასიამოვნოა
გამოცდილი მაქვს,ნამდვილად მოქმედებს,ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ეს სიხარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება.
ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი მარკესს,რომ კიდევ ერთხელ დამანახა,რომ ბედნიერება თავისით მოდის,ისე რომ არც გეკითხება:))))))

